სიახლეები

Search

საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა


დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში 2 მარტს დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ თემას, საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწა წარმოადგენდა. საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატისა და იმ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ. შეხვედრაზე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინადადებები და რეკომენდაციები მოისმინეს, რომლებიც საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს ასოციაცია „თანხმობა“-ს თავმჯდომარემ ქალბატონმა იულია ხარაშვილმა გააცნო, როგორც დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ერთობლვი წინადადებები.

შეხვედრაზე დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც საექსპერტო ჯგუფი უფრო აქტიურად იმუშავებდა და განიხილავდა დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"