top of page

პროექტები

ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ

შესავალი

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ დაიწყო იუსტიციის სექტორის საფუძვლიანი რეფორმა და მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწია პრობაციის სისტემაში. ეს პროგრესი მათშორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა მრავალფეროვანი პროგრამის დამსახურებაცაა. პროგრესის მიუხედავად ქვეყანა ჯერ კიდევ საჭიროებს სხვადასხვა შემავსებელ სარეაბილიტაციო მომსახურებებს რომლებიც ყოფილ მსჯავრდებულებს და პრობაციონერებს მისცემს კიდევ ერთ შესაძლებლობას საზოგადოებასა და დასაქმების ბაზარზე დასაბრუნებლად. 2014-2016 წლებში Hilfswerk Austria International-თან ერთად იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „ თანხმობამ“, ევროკავშირის დაფინანსებით, შიდა ქართლის რეგიონში წარმოადგინა ინტეგრაციული ტრენინგებისა და რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის წარმატებული მოდელი რომლის ფარგლებშიც 150 მონაწილის ნახევარზე მეტი დასაქმდა ან დაიწყო საკუთარი ბიზნესი. ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი სამართლიანობისთვის პროგრამა“ მეორე ეტაპის ფარგლებში (2015 წლიდან) აღნიშული მოდელის გამოყენების არეალი გაფართოვდება და მოიცავს საქართველოს სხვა რეგიონებსაც, რაც მოხდება საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

 

 
 
ამოცანები

პროექტი ამოცანაა ხელი შეუწყოს ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების რეაბილიტაციასა და რე-სოციალიზაციის პროცესის საქართველოში, რათა მათ შეძლონ „ნაბიჯ ნაბიჯ“ შექმნან უკეთესი მომავალი საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის.

ძირითადი კონცენტრაცია მოხდება ყოფილი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერების პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაზე შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში. შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია კოლეჯებს, სახელმწიფოს პრობაციის სისტემასა და არასამთავრობო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.

რეციდივის რისკის შესამცირებლად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად ყურადღება გამახვილდება რესოციალიზაციისთვის საჭირო დამატებით ასპექტებზე (ფსიქო-სოციალური დახმარება, მხარდაჭერა დასაქმების პროცესში, მენტორობა, მცირე გრანტები).
დამატებით, პროექტი მიზნად ისახავს, ნახევრად ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, განავითაროს პროფესიული განათლების, ტრენინგებისა და დასაქმების შესაძლებლობები როგორც გათავისუფლების შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის წინასწარი შემამზადებელი საშუალება. აღნიშნული აქტივობები ჩატარდება ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მცხეთა მთიანეთის რეგიონში.

 
 
აქტივობები
  • 2-3 თვიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსები გორის ინტეგრაციის ცენტრში, ქუთაისისა და ზუგდიდის კოლეჯებთან თანამშრომლობით სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით (მაგ: დურგალი, მექანიკოს, ელექტრიკოსი და ა.შ)

  • შემავსებელი ფსიქო-სოციალური და სამართლებრივი მხარდაჭერა, საკვებით და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება

  • მხარდაჭერა დასაქმების პროცესში (კონსულტირება სამსახურის მოსაძიებლად, სუბსიდირებული სტაჟირებები, მცირე გრანტები - სრული ბიუჯეტი 100.000 ევრო)

  • რე-სოციალიზაციის პროცესზე დაკვირვება მენტორობის დახმარებით

  • გარდა ამისა: საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები

  • პრაქტიკული პროფესიული ტრენინგები ქსნის ციხეში

  • სასწავლო ვიზიტი ავსტრიაში

  • დიალოგი დაინტერესებულ მხარეებს, საჯარო კოლეჯებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით

 
 
სამიზნე ჯგუფი / ბენეფიციარები
  • 400 ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი

  • 60 მსჯავრდებული ნახევრად ღია ტიპის ციხეში

  • 90 საქართველოს მოქალაქე, დაინტერესებული ყოფილი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერების მხარდაჭერაში, გახდებიან აქტიური მენტორები

bottom of page