ჩვენს შესახებ
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს საქართველოში 1995 წლის აპრილიდან. ორგანიზაცია შეიქმნა აფხაზეთიდან დევნილი ქალების მიერ, რომლებიც ომის შემდეგ მოხალისეობრივად ეხმარებოდნენ საკუთარ თემს.
ასოციაცია „თანხმობას“ მისია
ასოციაცია იღწვის მშვიდობიანი, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების შექმნის მხარდასაჭერად, ისეთი საზოგადოების, რომელშიც იქნება დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა და მათი ოჯახის წევრებისათვის თანაბარი უფლებები და თანაბარი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებული აქცენტით ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერება განათლების მეშვეობით, ადამიანის უსაფრთხოებისა და სოციალური ჩართულობის გაუმჯობესება.
"თანხმობა" მიიჩნევს, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული გაძლიერებული ქალები საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებენ, მიიღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და კონფლიქტების განახლების თავიდან აცილებაში, თანაბრად ისარგებლებენ საქართველოში ეკონომიკურ, სოცილაურ და საზოგადოებრივ სფეროებში არსებული შესაძლებლობებით.
მისიის განხორციელების მიზნით, "თანხმობა" მუშაობს საზოგადოების ყველა დონეზე: ეწევა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონებისა და დევნილების უფლებების ადვოკატირებას; უზრუნველყოფს მომსახურებებს (იურიდიული კონსულტაციები, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, პროფესიული მომზადება, სოციალური დახმარება).
ეწევა არაფორმალურ განათლებას, ძირითადად მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რეგიონებში სადაც მაღალია დევნილთა სიმჭიდროვე და აგრეთვე კონფლიქტის გამყოფ ზოლთან/ოკუპირებულ ტერტორიებზე. ასოციაციას აქვს რეგიონული ფილიალები, რომლებიც უშუალოდ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მუშაობენ - სამგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში; საინტეგრაციო ცენტრები - ერგნეთში, ნიქოზსა და გარდაბანში; სარეაბილიტაციო ცენტრი გორში; სოციალური ინკლუზიური ცენტრები გორსა და კაზრეთში, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, ხანდაზმულებს, მიგრანტებს, ასევე ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს სთავაზობს კონსულტაციებს, პირდაპირ მომსახურებებს და პროფესიულ განათლებას.
1996 წლიდან ასოციაცია აქტიურად მონაწილეობს მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის საქმეში: სამშვიდობო ბანაკებისა და ახალგაზრდული დიალოგის ორგანიზება ახალგაზრდებისთვის სამხრეთ კავკასიიდან (12 წლის განმავლობაში ამ ბანაკებში 500-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა); ქალთა სამშვიდობო დიალოგის მხარდაჭერა; ხელს უწყობს საზღვრისპირა პროექტების განხორციელებას, გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივ სწავლებას ქალებისა და ახალგაზრდებისათვის რეგიონში.
1999 წლიდან ასოციაცია „თანხმობა“ ფასილიტაციას უწევდა რეგიონალურ ქალთა ქსელს "კავკასიაში თანამშრომლობა", აქტიურად მონაწილეობდა CRINGO ქსელის (2004-2007 წლები) რეგიონულ საქმიანობაში; მუშაობდა დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხალხის უფლებების დასაცავად ევროკავშირთან და ევროსაბჭოსთან. ასოციაცია არის რამდენიმე ტრენინგის სახელმძღვანელოს თანაავტორი (მაგ., მშვიდობისა და გენდერული განათლების სახელმძღვანელო, სამხრეთ კავკასიის 5 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შექმნილი 2006 წელს, 2000-ზე მეტი მოზარდი დატრენინგდა; "CEDAW-ისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ გამოყენება გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, 2012 წ; გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“-ს ლოკალიზაცია, 2017 წ).
იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ საქართველოს მთავრობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ დიალოგს მართავს. 2006 წლიდან აქტიურად იყო ჩართული იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის მომზადებასა და შემდეგ - განხორციელებაში. "თანხმობა" რეგულარულად მონაწილეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან არსებულ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში, მონაწილეობდა ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმების შექმნაზე. ასოციაციას აქვს ფილიალები კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ან რეგიონებში სადაც უმცირესობების დიდი ჯგუფებია - შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, იმერეთი. ამ რეგიონებში ფილიალების წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩართული არიან მუნიციპალიტეტებში არსებული საკონსულტაციო/გენდერული თანასწორობის საბჭოებში. ასოციაცია „თანხმობა“ მუშაობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრიორიტეტების ჩართვაზე ადგილობრივ ბიუჯეტებში. ორგანიზაცია მუშაობს სწორი ინფორმაციის გავრცელებაზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონში, საინფორმაციო-საკომუნიკაციო პლატფორმის გამოყენებით, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას საშუალებას აძლევს წვდომა ჰქონდეთ ახალი პროგრამებზე, შესაძლებლობებსა და სამართლებრივ სიახლეებზე; ასევე გაავრცელონ ინფორმაცია საკუთარ სოფლებში მიმდინარე პროცესებზე.
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასოციაცია უზრუნველჰყოფს ბიზნეს განათლებასა და მცირე გრანტებს ბენეფიციარებისთვის, დევნილ ახალგაზრდებსა და ქალებს ასწავლის სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს.
„თანხმობა“ წლების განმავლობაში მუშაობს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე არაფორმალური განათლების, ქალებსა და მამაკაცებთან, ბიჭებსა და გოგოებთან შეხვედრებისა და საუბრების მეშვეობით, ქალებისა და ასევე ხანდაზმულების (ოჯახში ძალადობის მსხვერპლი) მხარდაჭერით ეკონომიკური შესაძლებლობების, სამედიცინო და ფსიქოლოგიური კონსულტაციების, იურიდიული და სოციალური დახმარების მეშვეობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მუშაობა, რომელიც ხორციელდება დებატებით სკოლებში, ფორუმ-თეატრის დადგმებისა და ტრენინგ-სემინარების მეშვეობით. თემებია: ადრეული ქორწინება, ოჯახში ძალადობა, ბულინგი სკოლებში, ახალგაზრდების მიგრაცია, სამსახურის ძიება.
ასოციაცია ატარებს ადვოკატირების რეგულარულ აქტივობებს, საჯარო კონსულტაციებსა და საჯარო მოსმენებს რეგიონებში, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალდა. ასოციაცია აგრძელებს თანამშრომლობას რეგიონალური მასშტაბით და ატარებს კონსულტაციებს უკრაინის ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ მშვიდობის მშენებლობასა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან; განაგრძობს მუშაობას ახალგაზრდა მოხალისეებთან, ქმნის და იყენებს მოსახლეობის ჩართვის ახალ ფორმებს, როგორიცაა ფორუმ-თეატრი, მონაწილეობითი შეფასებები, საკვირაო სკოლები.
ორგანიზაციას ჰყავს მობილური სამედიცინო ჯგუფი, რომელიც შიდა და ქვემო ქართლის შორეულ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ემსახურება (ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 3000-ზე მეტი პაციენტი), უზრუნველყოფს ახალგაზრდა დედების, ბავშვების, მოხუცების, ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა კონსულტაციასა და დახმარებას. მობილური ჯგუფის მუშაობა მხარდაჭერილია პური მსოფლიოსა და სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის მიერ.
"თანხმობა" მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის, უკრაინის, რუსეთის, ცენტრალური აზიისა და ბალტიის ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციების რეგიონალური თანამშრომლობის ორგანიზებასა და მხარდაჭერაში; არის „ქალთა რეგიონალური პლატფორმა მშვიდობის დიალოგისთვის“ დაგეგმვის კომიტეტის წევრი. ამჟამად, ქალ მშვიდობისმყოფელთა გლობალური ქსელის პროექტის ფარგლებსა და ADA- ს ფინანსური მხარდაჭერით, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ მონაწილეობას იღებს გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის განხორციელების სტრატეგიის რეგიონალურ ხელშეწყობაში.
"თანხმობა" აქტიურად თანამშრომლობს OFII-ს პროგრამასთან - საფრანგეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის საკითხებზე, მათთვის ბიზნეს შესაძლებლობების, სოციალური დახმარებისა და პროფესიული განათლების უზრუნველყოფით.
ასოციაციის მთავარი დონორები და პარტნიორები არიან:
პური მსოფლიოსთვის (გერმანია); ევროპის კავშირი; ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა. არბაითერ სამარიტერ ბუნდი; HILFSWERK ავსტრია საერთაშორისო; დანიის ლტოლვილთა საბჭო / BPRM; გაეროს ქალთა ორგანიზაცია; ქალ მშვიდობისმყოფელთა გლობალური ქსელი, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო / OFII და სხვა.
რამდენიმე უახლესი პროექტი: "ერთად ჩვენი უფლებებისთვის" (პური მსოფლიოთვის); "ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ" (HILFSWERK / EU), "ადგილობრივი, ეროვნული და რეგიონული სტრატეგიები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 1325-ის განხორციელების გაუმჯობესებისათვის სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში" (GMWP / ADA); "ღირსეული სიბერე“ (ევროკავშირი), "ხიდების მშენებლობა ახალგაზრდებს შორის“ (ქეა / ბეზოს ფონდი); "ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება: შანსი უკრაინისა და საქართველოს გაჭიანურებული კონფლიქტებისთვის" (გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო / Polis180) და სხვა. ასოციაცია ასევე ემსახურება საფრანგეთიდან დაბრუნებულ მიგრანტებს, საფრანგეთის მთავრობასთან ხელშეკრულების საფუძველზე (ევროკავშირი).