საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა
სიახლეები
Search

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში 2 მარტს დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარ თემას, საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწა წარმოადგენდა.
საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატისა და იმ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.
შეხვედრაზე საერთაშორისო და ადგილო

დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შეხვედრა
29 თებერვალს ასოციაცია „თანხმობა“-ს ოფისში გაიმართა დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შეხვედრა. შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა იმ წინადადებებთან დაკავშირებით, რომელიც დევნილთა და ეკომიგრანტთა საასრებო წყაროების სააგენტოს მიერ იქნა წარმოდგენილი და ეხებოდა დევნილთა განსახლების საკითხს. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმჯსელეს თითოეულ საკითხზე და შეიმუშავეს, შეჯერებული წინადადებები სააგენტოსთვის წარსადგენად. შეხვედრას ასოციაცია „თანხმობა“-ს თავმჯდომარე, ქალბატონი იულია

შეხვედრა ზედაეწერაში
27 თებერვალს ასოციაცია „თანხმობა“-ს იურისტი ნანა გოგოხია და სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორი მარინა დავითაია შეხდნენ სოფელ ზედაეწერაში ჩასახლებულ დევნილებს.გაეცნენ მათ საჭიროებებს. იურისტის მიერ ჩატარდა სამართლებრივი კონსულტაცია და ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა სხავდასხვა სამართლებრივ საკითხზე მიეღო ამომწურავი ინფორმაცია. მოსახლეობამ დიდი სურვილი გამოთქვა, რომ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებში, რ

"ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ" - პროექტის შემაჯამებელი გადაცემა
სრული სიახლის ბმული #geo

შეხვედრა ზუგდიდში
26 თებერვალს, ზუგდიდში, ასოციაცია „თანხმობა“-ს რეგიონულ ოფისში ჩატარდა შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილთა დასახლებების წარმომადგენლებტან. შეხვედრას ორგანიზაციის იურისტი ნანა გოგოხია უძღვებოდა . შეხვედრაზე თემის ლიდერებს მიეწოდათ ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით, რომლითაც დევნილებს სარგებლობა შეუძლიათ. #geo

მრგვალი მაგიდა მოლდოვაში
2020 წლის 19- თებერვალს ქ. კიშინიოვში (მოლდოვა) ეუთოს გენდერული სექციის მიერ ორგანიზებული ოყო ექსპერტთა მრგვალი მაგიდა. შეხვედრაში მონაწილეობდა ასოციაცია „თანხმობა“-ს სატრენინგო მიმართულების ხელმძღვანელი მარინა ფოჩხუა. ღონისძიება წარმოადგენდა პლატფორმას ეუთოს წევრი სახელმწიფოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, ერთობლივად განეხილათ კვლევის "ეუთოს რეგიონში "ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოებას" დღის წესრიგის რეალიზაცია - " შედეგები, მიგნებები და გამოწვევები.

შეხვედრა სამეგრელოში
2020 წლის 6-7 თებერვალს ასოციაციია „თანხმობა“-მ, კერძოდ: ქ-ნმა იულია ხარაშვილმა, მარინა ფოჩხუამ და ნანა გოგოხიამ პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ (Brot fur Die Welt დაფინანსებით) სამეგრელოში შეხვედრები გამართეს. შეხვედრები გაიმართა სამეგრელოს რეგიონის ლიდერ-ქალებთან - ერთად განიხილეს სამთვიანი გეგმები, ლიდერთა აკადემიის პერსპექტივები და სოციალური პასპორტები. ასევე შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან და განიხილეს თანამშრომლ

შეხვედრა მენტორებთან
26 იანვარს ზუგდიდში, სოციალურ კაფეში „მეგობარი“ გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში მომუშავე მენტორებთან. მენტორები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ გარკვეული პროფესიული და ცხოვრებისეული წარმატებული გამოცდილება და ამ გამოცდილებას მოხალისეობრივად უზიარებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს, ეხმარებიან მათ ახალი ინტერესების აღმოჩენასა და განვითარებაში. თითოეული მენტორი სამენტორე პირთან 10 თვის მაძილზე მუშაობდა და ცდილობდა ხელი შეეწყო კანონთან კ

იურიდიული კონსულტაციები
სამეგრელოს დევნილთა ჩასახლებებში „სააფთიაქო სააგენტოსა“ და წყოუს თემებში ასოციაცია „თანხმობა“-ს იურისტმა ნანა გოგოხიამ იურიდიული კონსულტაციები ჩაატარა. ძირითადი საკითხები იყო: - დედის სოციალური დახმარება - სიმცირე - პრივატიზირება - ამხანაგობის საქმიანობა ასოციაციის იურისტმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება. #geo

ბიზნეს პროექტების მონიტორინგი სამეგრელოში
17დან 20 იანვრის ჩათვლით სამეგრელოს რეგიონში რამის ფარგლებში დაფინანსებული ბიზნეს-პროექტების მონიტორინგი ჩატარდა. ბიზნეს განცხადებები დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „ნაბიჯ...“ (მეორე ეტაპის) ფარგლებში და მასზე დაიხარჯა 160 000 ლარი. სულ 47 ბიზნეს საქმიანობა ხორციელდება ზუგდიდის, სენაკისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. პროექტის ბენეფიციარები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები იყვნენ. #geo

ბოლნისის მუნიციპალიტეტი პროექტს „ღირსეული სიბერე“ 2020 წელსაც დააფინანსებს
პროექტი „ღირსეული სიბერე“ 2020 წელსაც გაგრძელდება. დავით შერაზადიშვილმა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა“ -ს თავმჯდომარე, იულია ხარაშვილმა, სამომავლო თანამშრომლობისთვის ერთწლიან ხელშეკრულებას დღეს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ღირსეული სიბერე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ფინანსურ დახმარებას წელსაც გაუწევს. პროექტის ფარგლებში 2016 წლიდან დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს დღის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურად 130 ხანდაზმულს

ღონისძიება გორის ხანდაზმულთა დღის ცენტრში
იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს გორის ხანდაზმულთა დღის ცენტრში 24 დეკემბერს ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, რომელიც 2018 წლიდან ფუნქციონირებს იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიულოცეს ხანდაზმულებს შობა-ახალი წელი , გაუმართეს კონცერტი და გაულამაზეს ერთი დღე. მადლობა ასოციაცია „თანხმობას“,საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს ამ ლამაზი დღისთვის. #geo

ფორუმ თეატრი
ძალიან აქტიური, მონდომებული და ნიჭიერი - აი ასეთი ადამიანები არსებობენ თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში!
“დავიწყოთ ახლას” მსახიობებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა თეთრიწყაროში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და მასწავლებლებს.
ფორუმ თეატრს ესწრებოდნენ განსხვავებული ასაკის ადამიანები, რამაც ხელი შეუწყო დისკუსიის მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარმართვას. მათმა აქტიურმა ჩართულობამ და განსხვავებულმა მოსაზრებებმა დღე ძალიან ნაყოფიერი გახადა.
მადლობა ლუსოს და მის გუნდს იმისთვის, რომ არიან

ფორუმ თეატრი
ისევ ფორუმ თეატრი და ისევ ძალიან აქტიური ჩართულობა! ამჯერად, გორის მე-2 საჯარო სკოლა.
მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი ფორუმ თეატრის ტექნიკისა და უპირატესობების შესახებ. ასევე, ნახეს და აქტიურად ჩაერთვნენ სპექტაკლში, სადაც მათი აზრი და ქმედება ყოველთვის მნიშნელოვანია.
ყველა გაჟღერებულმა მოსაზრებამ და გადაწყვეტილებამ, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო გახადა. რისთვისაც დიდი მადლობა მასპინძელ სკოლას და თითოეულ მონაწილეს.
აქტივობა ჩატარდა ერთობლივი პროექტის “ფორუმ თეატრი,

მატერიალური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარების დაჯილდოვება გორში
საერთაშორისო ორგანიზაცია “Hilfswerk International”- მა, თავის პარტნიორ ორგანიზაციასთან, ასოციაცია „თანხმობა“–სთან, ერთად 2019 წლის 18 ოქტომბერს გორში ასოციაცია „თანხმობა“-ს საინტეგრაციო ოთახში გამართა პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ-უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში მატერიალური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარების დაჯილდოვება. ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში გამარჯვებული ბიზნეს იდეები. მოხდა გამარჯვებულ

მატერიალური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარების დაჯილდოვება ზუგდიდში
საერთაშორისო ორგანიზაცია “Hilfswerk International”- მა, თავის პარტნიორ ორგანიზაციასთან, ასოციაცია „თანხმობა“–სთან, ერთად 2019 წლის 16 ოქტომბერს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ისტორიულ -არქიტექტურული მუზეუმის ეზოში გამართა პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ-უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში მატერიალური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარების დაჯილდოვება. ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში გამარჯვებული ბიზნეს იდე

ფორუმ თეატრი
სომხეთის უძველეს ქალაქ გიუმრიში, 13 ოქტომბერს ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. ერთობლივი პროექტის “ფორუმ თეატრი, თემების ჩართვის ახალი შესაძლებლობა”-ს ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია "ქალები განვითარებისთვის" (სომხეთი) და ქალთა ასოციაცია “თანხმობა” (საქართველო) ახორციელებს, ჩატარდა ორი ფორუმ თეატრი.
ქართველმა და სომეხმა ახალგაზრდებმა წარმოადგინეს სპექტაკლები, რომლის მიზანიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება იყო.
ყველა შევთანხმდით, რომ სიყვარულით გა

ღონისძიება გარდაბნის თემში
2019 წლის 10 სექტემბერს გარდაბანში ჩატარდა ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება (Brot fur Die Welt -ის დაფინანსებით). ორგანიზაციამ პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა და საჩუქრები გადასცა. #geo

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს განცხადება სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირები
იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ აღშფოთებას გამოთქვამს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასოციაცია არაერთი წელიწადია მუშაობს და სხვადასხვა ფორმით ცდილობს დაეხმაროს ამ სოფლის მოსახლეობას, რომლებიც ბოლო დღეებში მომხდარ ფაქტებამდეც უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობდნენ. ასოციაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დაცული იყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც ამჟამად ცხოვრობს გამყოფ ხაზთან. ასოციაცია გმობს ბორდ