top of page

სიახლეები

Search

დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შეხვედრა


29 თებერვალს ასოციაცია „თანხმობა“-ს ოფისში გაიმართა დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შეხვედრა. შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა იმ წინადადებებთან დაკავშირებით, რომელიც დევნილთა და ეკომიგრანტთა საასრებო წყაროების სააგენტოს მიერ იქნა წარმოდგენილი და ეხებოდა დევნილთა განსახლების საკითხს. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმჯსელეს თითოეულ საკითხზე და შეიმუშავეს, შეჯერებული წინადადებები სააგენტოსთვის წარსადგენად. შეხვედრას ასოციაცია „თანხმობა“-ს თავმჯდომარე, ქალბატონი იულია ხარაშვილი, უძღვებოდა. ქ-ნი იულია ამავდროულად არის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი სამეთვალყურეო საბჭოში.

bottom of page