top of page

სიახლეები

Search

ტრენინგი ბორჯომში


2019 წლის 17-18 აგვისტოს ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს მიერ ბორჯომში გერმანული ორგანიზაციის „პური მსოფლიოსათვის“ (Brot) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი გორის მერიის, საკრებულოს და კონფლიქტის გამყოფი ზოლის სოფლების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ლიდერი ქალების მონაწილეობით. რადგან აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გაძლიერება, ტრენინგი ჩატარდა ადგილობრივი სამოქმედო გეგმის შესაბამისად და მიზნად ისახავდა მონაწილეების ინფორმირებულობის გაზრდას უფლებებზე, ვალდებულებებზე, ჩართულობის ნიშვნელობაზე. ტრენინგის პირველი დღე ჩატარდა სლოგანის: „შენი ცხოვრების თითოეულ დღეს ატარებ გარემოში, რომელზე ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობის მოვალეობაა“ მიხედვით, მეორე დღე სრულად გენდერის თემას მიეძღვნა, საუბარი იყო გენდერის არსზე, გენდერულ სტერეოტიპებზე, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმებზე საქართველოში, ადგილობრივ გენდერულ პოლიტიკაზე. ტრენინგი ჩაატარეს იულია ხარაშვილმა, მარინა ფოჩხუამ და ნანა გოგოხიამ.

bottom of page