top of page

სიახლეები

Search

„რა? სად? როდის?“ სოფელ ზ. ნიქოზში


პროექტის “ხიდების მშენებლობა ახალგაზრდებს შორის” ფარგლებში, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ 20 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში ჩაატარა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“. თემა გახლდათ „სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და აშშ-ს კულტურა და ტრადიციები“.

თამაშში მონაწილეობა მიიღო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ. ნიქოზის, შინდისის, ფხვენისის, ვარიანის, ყელქცეულის და ახალდაბას საჯარო სკოლების მაღალკლასელებმა. ნახევარფინალში გადავიდა 6 გუნდი, ფინალში კი - ახალდაბის, ზემო ნიქოზის და ყელქცეულის საჯარო სკოლების გუნდები. თამაში მასპინძელი სკოლის, ზ. ნიქოზის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მათ დააგროვეს 10 ქულა, ყელქცეულის სკოლის გუნდმა 8 ქულა დააგროვა, ხოლო ახალდაბის სკოლის გუნდმა 7. ყველა გუნდს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი, ფინალში გასულებს გადაეცათ მედლები და პრიზები.

bottom of page