top of page

სიახლეები

ტრენინგ-სემინარი „სახელმწიფო პროგრამები ახალგაზრდებისთვის“

  • Writer: Admin
    Admin
  • Apr 19, 2018
  • 1 min read

Updated: Apr 6, 2020


პროექტის “ხიდების მშენებლობა ახალგაზრდებს შორის” ფარგლებში, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ 19 და 20 აპრილს ნიქოზსა და გარდაბანში ჩატარდა ტრენინგ-სემინარი „სახელმწიფო პროგრამები ახალგაზრდებისთვის“. ტრენერები გახლდათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები: ქრისტინე კაპანაძე და სალომე ბეშქენაძე. ტრენერები ახალგაზრდებს ესაუბრნენ სამოქალაქო აქტივიზმზე და მის მნიშვნელობაზე, თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებსა და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობებზე. ტრენინგის მეორე ნაწილში სამინისტროს წარმომადგენლებმა გააკეთეს თავისი სამსახურის პრეზენტაცია, თუ რა პროგრამებს სთავაზობს ახალგაზრდებს მათი დეპარტამენტი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი და ცენტრი. ახალგაზრდები ყურადღებით უსმენდნენ, მათ სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

Comments


bottom of page