top of page

სიახლეები

Search

სემინარ-ტრენინგი თემაზე: „ოჯახში თაობებს შორის კონფლიქტი და მისი მართვა“


18 თებერვალს სოფ. ნიქოზში „ხიდების მშენებლობა ახალგაზრდებს შორის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა სემინარ-ტრენინგი თემაზე: „ოჯახში თაობებს შორის კონფლიქტი და მისი მართვა“ ტრენერი გახლდათ ასოციაციის თანამშრომელი რიტა მარღანია. ტრენინგს დაესწრო 15 ახალგაზრდა, 10 გოგონა და 5 ბიჭი.

ტრენინგის თემა საინტერესო აღმოჩნდა მოზარდებისათვის. თითოეულ მათგანს პირადი გამოცდილებიდან მაგალითები მოჰყავდათ.მათ აღნიშნეს, რომ მათი არა მარტო სახლში არამედ სკოლაში, პედაგოგებსაც არ ესმით ხოლმე. სავარჯიშო: "ცხოვრების რა სტილი, მენტალიტეტი ჰქონდათ ჩვენს ბებია-ბაბუებსა და მშობლებს" დაეხმარა ახალგაზრდებს, დაენახათ თუ როგორ ცხოვრობდნენ მათი ბებია-ბაბუები და მშობლები, რა ქცევის წესები, ტანსაცმლის სტილი იყო მიღებული მაშინ, როგორი იყო საზოგადოების მოთხოვნები იმ დროს და ა.შ., როგორ შეიცვალა გემოვნება და შეხედულებები თაობიდან თაობას შორის და როგორ უნდა ვიპოვოთ საერთო ენა სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა.

bottom of page