top of page

სიახლეები

Search

პროექტი „ხიდების მშენებლობა ახალგაზრდებს შორის“


27 და 28 იანვარს, ქ. გარდაბანსა და სოფ. ნიქოზში „ხიდების მშენებლობა ახალგაზრდებს შორის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: პროექტის/ღონისძების გეგმის წერა. ტრენერი გახლდათ ნინა გოგოლაძე.

სესიის პირველ ნაწილში მოხდა იმის განმარტება, თუ რა არის და რისგან შედგება პროექტი მეორე სესიის დასაწყისში მონაწილეებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია და წარედგინათ ახალგაზრდული ღონისძიებების შემოქმედებითი ფორმები, მაგალითები. ამის შემდეგ ისინი დასხდნენ მცირე ჯგუფებში და შეიმუშავეს თავიანთი საპროექტო ინიციატივები. სესიის ბოლოს მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საპროექტო განაცხადის შემადგენელი ნაწილების შესახებ. ტრენინგის ბოლო ნაწილი დაეთმო განაცხადის ფორმების შევსების სწავლას, პრაქტიკულ ვარჯიშს მცირე ჯგუფებში და შედეგების განხილვას.

bottom of page