top of page

სიახლეები

Search

სასწავლო შემეცნებითი ტური ავსტრიაში


ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ნაბიჯ ნაბიჯ უკეტესი მომავლისაკენ“ ფარგლებში განხორციელდა სასწავლო შემეცნებითი ტური ავსტრიაში. ვიზიტში მონაწილეობდნენ სასჯელასღსრულებისა და პრობაციის, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრსი თანამშრომლები და პროექტის წარმომადგენლები.

5 დღიანი სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა პატიმრების სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დასაქმების ხელშეწყობის საკითხის შესწავლას.

ვიზიტს დროს ავტრსიის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სოციალური სერვისების მიმართულებით, ქალბატონმა დოტერ - შილერმა, მონაწილეებს გააცნო ავსტრიის პენიტენციური სისტემა და არსებული სოციალური (სარეაბილიტაციო) სერვისები.

ამის შემდეგაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოენახულებინათ პენიტენციური დაწესებულებები ზალცბრურგსა და ვენაში, სადაც სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულისათის მსჯვარდებული პირებისთვის შექმნილია დასაქმების კერები.

ვიზიტის მანძილზე მონაწილეები ასევე ესტუმრნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს „კარლა“ -ს და „სოციუსი“-ს, რომლებიც ხელს უწყობენ პირობით მსჯავრდებულების და პატიმრების დასაქმებას.

ვიზიტის ერთი დღე დაეთმო პრობაციის სისტემის გაცნობას და ამ მიზნით შედგა შეხვედრა პრობაციის განმხორციელებელი ორგანიზაციის “NEUSTART” წარმომადგენელთან.

ვიზიტის ბოლოს შეხვედრის შედეგები შეჯამდა და დაიგეგმა სამომავლო გეგმები. გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც საქართველოში იმუშავებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა დასაქმების ხელშეწყობის საკითხზე.

bottom of page