top of page

სიახლეები

Search

პროექტი „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“


2017 წლის 30 ოქტომბერს ასოციაციის ოფისში შედგა ასოციაციის თანამშრომლებისა და ორგანიზაცია Brot für die Welt პროექტის ოფიცრის, ანიკა ბეკერის შეხვედრა. შეხვედრას ასოციაციის თბილისის ოფისის ყველა თანამშრომელი ესწრებოდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ქ-მა ანიკამ გაიცნო პროექტში “ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ მომუშავე თანამშრომლები და პროექტის ძირითადი მიმართულებები და აქტივობები. შედგა პროექტის პრეზენტაცია: თუ რა გაკეთდა და რა კეთდება პროექტის ფარგლებში ყველა მიმართულებით.

ქ-მა ანიკამ კითხვები დასვა ზოგიერთ თემასთან დაკავშირებით, ასევე ასოციაციისთვის აქტუალურ საკითხებზე პასუხები გასცა.

დღის განმავლობაში დაგეგმილია რეგიონალური ოფისების (შიდა ქართლი) მონახულება და ადგილობრივ აქტივისტებთან შეხვედრა.

bottom of page