სიახლეები

Search

ქალთა სამშვიდობო დიალოგისთვის პლათფორმის მესამე შეხვედრა ქ. შლაინინგში


26-29 ივნისს ავსტრიის მშვიდობისა და კონფლიქტის მოგვარების კვლევით ცენტრში ჩატარდა ქალთა რეგიონული პლათფორმის შეხვედრა. ქალთა სამშვიდობო დიალოგი დაიწყო 2015 წელს, როგორც ორმხრივი უკრაინულ-რუსული დიალოგი და გავრცელდა რეგიონის ფარგლებში. მესამე რაუნდში მონაწილეობა მიიღო 25-მა ორგანიზაციამ აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან. პლათფორმა შექმნილია როგორც მუდმივი ფორუმი კონფლიქტის პრევენციის, მოგვარებისა და მედიაციის მიზნით. პლათფორმა შექმნილია სოლიდარობის საფუძველზე და ხელს უწყობს ქალების და ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებას. ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ წარდგენილია დაგეგმარების კომიტეტში, რომელიც აერთიანებს ექვს აქტივისტ ქალს, (ორს რუსეთიდან, ორს უკრაინიდან, ერთს აშშ-დან და ერთს საქართველოდან), რომელიც დღეისთვის პასუხისმგებელნი არიან პლათფორმის განვითარებაზე, სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მუშაობის დაგეგმარებაზე. შეხვედრის დასრულებისას დაგეგმარების კომიტეტი შეხვდა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის მისიას და ეუთოს გენდერის სექციას, კომიტეტის წარმომადგენლებმა მათ გაუზიარეს შეხვედრის შედეგები.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"