top of page

სიახლეები

Search

თბილისის SOS ბავშვთა სოფელში ჩატარდა ფორუმ–თეატრის წარმოდგენა


ა.წ. 24 თებერვალს, თბილისის SOS ბავშვთა სოფელში ასოციაციის პროექტის „არაძალადობრივი გარემო ქალებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა ფორუმ–თეატრის წარმოდგენა ოჯახში ძალადობის თემაზე ორგანიზაციის ბენეფიციარი ბავშვებისთვის.

ბავშვები და პედაგოგები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და იმსჯელეს ოჯახში ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, გარეშე პირების როლზე მისზე რეაგირებისა და მსხვერპლის დაცვისთვის და სპექტაკლის მეორედ ჩვენებისას, შეცვალეს მსახიობები.

ასოციაცია აგრძელებს ფორუმ–თეატრის წარმოდგენებს მოხალისე მსახიობების ჩართულობით, რომელთა უმრავლესობა სკოლის მოსწავლე და სტუდენტია.

bottom of page