top of page

სიახლეები

Search

ასოციაცია „თანხმობა“ შეუერთდა ალიანსს


9 ივნისს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ შეუერთდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ალიანსს, რომელსაც მხარს უჭერს “OXFAM in Georgia” (ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა). ალიანსი აერთიანებს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვან მიმართულებით მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მუშაობენ შემდეგი სამუშაო ჯგუფები: სასურსათო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი; სერვისებზე ხელმისაწვდომობის სამუშაო ჯგუფი; კოოპერაციისა და მცირე ფერმერების სამუშაო ჯგუფი; გარემოსა და მრავალფეროვნების სამუშაო ჯგუფი, მიწათსარგებლობის სამუშაო ჯგუფი. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ სავარაუდოდ იმუშავებს მიწათსარგებლობის სამუშაო ჯგუფში და გენდერის მიმართულებით ითანამშრომლებს ყველა ჯგუფთან.

bottom of page