top of page

სიახლეები

Search

ასოციაცია "თანხმობა"-მ აღდგომის წმინდა დღესასწაული მიულოცა რამდენიმე ოჯახს


2016 წლის 27 აპრილს იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"-მ აღდგომის წმინდა დღესასწაული მიულოცა რამდენიმე ოჯახს, რომლებიც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაში იმყოფებიან. საჩუქარი მიიღო მერეთის თემის ორმა ოჯახმა, რომელშიც მძიმე ავადმყოფები არიან, მათ შორის მცირეწლოვანი შშმ ბავშვი. ასევე დახმარება გაეწია სოფელ ნიქოზში მცხოვრებ ოჯახს, რომელთაც ასევე ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვი, თუმცა ფულადი სახსრების არარსებობის გამო მშობლები ვერ ახერხებდნენ ბავშვის საბავშვო ბაღში გაშვებას და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას.

ასოციაციამ ამ ოჯახისთვის უზრუნველჰყო სატრანსპორტო ხარჯების სამი თვის ანაზღაურება. მეოთხე ოჯახი ორგანიზაციის აქტივისტის მაგული ოქროპირიძის ოჯახი გახლავთ, რომელიც სოფელ ერგნეთში ცხოვრობს ადმინისტრაციულ საზღვართან და მრავალშვილიანი დედაა.

bottom of page