სიახლეები

Search

ასოციაცია „თანხმობა”-სა და ბოლნისის გამგეობის თანამშრომელთა შეხვედრა


1 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტში შედგა დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა”-სა და ბოლნისის გამგეობის თანამშრომელთა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ - ბოლნისის გამგებელი გოგი მეშველიანი, გამგებლის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი იროდი უგრეხელიძე; დევნილ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე იულია ხარაშვილი, „ბოლნისის ენების სახლის“ ხელმძღვანელი ირმა ზურაბაშვილი. საუბარი შეეხო ევროკომისიის პროეტს «ღირსეული სიბერე“, რომელიც განხორციელდება შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში.

ქ-მა იულია ხარაშვილმა ისაუბრა პროექტის აქტივობებზე: ხანდაზმული ადამიანებისათვის ერთ-ერთ სოფელში დღის ცენტრის გახსნა, ასევე მარტოხელა ხანდაზმულების დახმარება („კარგი მეზობლობა“).

პირველ ეტაპზე ასოციაციასა და გამგეობას შორის დაიდება ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმი (ძველი 2013 წელს იყო დადებული). გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, რომლის ჩატარებაში ორგანიზაციას მუნიციპალიტეტის გამგეობა დაეხმარება. სავარაუდოდ, რეგიონში ჩატარდება 10 შეხვედრა იმ სოფლებსა თუ დაბებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების საკმარისი რაოდენობაა (ამის ინფორმაციას მოიძიებენ სოციალურ სამსახურებთან). შეხვედრებში მონაწილეობა უნდა მიიღონ ხანდაზმულებმა, სოფლის აქტივისტებმა, გამგებელმა/წარმომადგენელმა, პოტენციურმა მოხალისეებმა, რომლებიც შემდგომში მარტოხელა ხანდაზმულებთან იმუშავებენ. გამგეობა ასევე დაეხმარება ასოციაციას დღის ცენტრებისთვის ფართის მოძიებაში.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"