top of page

სიახლეები

Search

დევნილს შეუწყვიტეს დევნილის სტატუსი


2015 წელს მაისში, დევნილს, ქეთევან კაზილაშვილს, (ცხოვრობს მეტეხის დევნილთა დასახლებაში) შეუწყვიტეს დევნილის სტატუსი იმ საბაბით, რომ თურმე კაზილაშვილი მუდმივად არ ცხოვრობდა ს. ქურთაში (რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს). კაზილაშვილმა დახმარებისთვის ასოციაცია „თნხმობას“ მიმართა. კაზილაშვილი მუდმივად იღებდა იურიდიულ დახმარებას. ასოციაციის იურისტი დაეხმარა კაზილაშვილს როგორც საჭირო დოკუმენტების შეგროვაბაში, ასევე სარჩელის შეტანაში, ასოციაციამ აუნაზღაურა ტრანსპორტირების ყველა ხარჯი. შედეგად - სასამართლოს გადაწყვეტილებით კაზილაშვილს აღუდგინეს დევნილის სტატუსი და გადაუხადეს დაკავებული დევნილთა დახმარების თანხები.

bottom of page