top of page

სიახლეები

Search

იძულრბით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობამ” მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში


12 – 13 აპრილს იძულრბით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობამ” მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში სამოქალაქო საზოგადოების პრობლემებსა და მშვიდობის მშენებლობის სტრატეგიებზე საქართველოში, რომელიც ორგანიზებული იყო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა (საქართველო, თბილისი) და ლუდვიგ ბოლცმანის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის (ავსტრია,ვენა) მიერ. შემუშავებული იყო რეკომენდაციები სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდისათვის კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის საქმეში. შემუშავებული რეკომენდაციები გაეგზავნება ევროკავშირის ინსტიტუტებს, საქართველოს მთავრობას და არასამთავრობო სექტორს.

bottom of page