იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობი"-ს გორის ფილიალში (ხელმძღვანელი ღვთისო ლობჟანიძე) დასრულდა კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი.
ინგლისური ენის შემსწავლელი 4-თვიანი კურსი წარმატებით გაიარა 20-მა ახალგაზრდამ. კურსის დასრულებისას ჩატარდა ტესტირება, რის საფუძველზეც ყველა იმ მსმენელს, რომელმაც დააგროვა ტესტირების შედეგად საკმარის ქულა, გადაეცემათ სერთიფიკატები.
იანვრის თვიდან ინგლისური ენის შემსწავლელ 4-თვიან კურსებზე შერჩეულ იქნა ახალი 20-კაციანი ჯგუფი.
დურგლობის შემსწავლელმა 10-კაციანმა ჯგუფმაც დაასრულა მუშაობა და იანვრის თვიდან ხელახლა შერჩეულ იქნა მომდევნო 10კაცი.
მენეჯმენტის 12-კაციანმა ჯგუფმა 17 იანვარს წარმატებით დაასრულა კურსი. აქაც ხელახლა იქნა შერჩეული მომდევნო 12 კაცი.
ექიმთა მობილურმა ჯგუფმა პირველადი დახმარება გაუწია და მედიკამენტები გადასცა ტურბაზაში ჩასახლებულ დევნილებს.