top of page

სიახლეები

Search

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - დმანისი

2023 წლის 1 ოქტომბერს მხარდაჭერის სახლის დმანისის ფილიალში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღინიშნა, ღონისძიება ჩატარდა პროექტების "CoNaKa: Covid-19-ზე მდგრადი რეაგირება სომხეთსა და საქართველოში" და „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ფარგლებში. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ დღის ცენტრის ბენეფიციარები, თაობათაშორისი მიმოცვლის კომპონენტის მონაწილეები- ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც.


ღონისძიებას დაესწრნენ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დმანისის მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და დეპუტატები. მათ ხანდაზმულებს მიულოცეს მათი დღესასწაული და ჯანსაღი და ბედნიერი სიბერე უსურვეს.


ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. ოფისი და მიმდებარე ეზო საზეიმოდ მოირთო. მოეწყო შემოდგომის კუთხე, ამოივლო ჩურჩხელები, გამოიფინა ხანდაზმულთა ხელნაკეთი სამკაულები და ნაქსოვი ნივთები. წინა დღეებში სპეციალურად ამ დღისთვის ჩატარდა ჭადრაკის და ნარდის ტურნირები, გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება გაახალისა ვიქტორინამ და სპორტულმა აქტივობებმა. ახალგაზრდებისა და ხანდაზმულებისაგან შემდგარი გუნდები გაეჯიბრნენ ბურთის კალათში ჩაგდებაში. ”იღბლიანი” სტუმრები იბრძოდნენ საჩუქრის მოპოვებისთვის.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს დღის ცენტრის ბენეფიციარებმა. ჩვენმა პოეტებმა წაიკითხეს ლექსები, ”მსახიობებმა “კი დამსწრე საზოგადოებას აჩვენეს თოჯინების თეატრის წარმოდგენის „სამი გოჭის“ ნაწყვეტი. დასასრულს, მხარდაჭერის სახლის ბენეფიციარებმა მადლიერება გამოხატეს პროექტის მიმართ.


პროექტს ახორციელებს იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ Hilfswerk International - თან ერთად, პროექტი მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ დმანისის მერიის თანადაფინანსებით.




bottom of page