top of page

სიახლეები

Search

შეხვედრა ხურვალეთის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლებთან

ასოციაცია „თანხმობა“ 2021 წლის ოქტომბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით UNDP ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია სამიზნე დევნილთა დასახლებებში ქალთა გაძლიერება, დევნილი თმების მედეგობის ხელშეწყობა, რათა მათ ეფექტური და დროული რეაგირება შესძლონ პანდემიის შემდგომ გამოწვევებზე.


პროექტი სამეგრელოს, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის, სულ დევნილთა 8 დასახლებაში განხორციელდება.


პროექტი მოიცავს ისეთ აქტივობების განხორციელებას, როგორიცაა:

• შეხვედრები ქალ პოლიტიკოსებთან

• მობილური სამედიცინო ჯგუფის ვიზიტები

• სტრესის მართვის ტრენინგები

• შეხვედრები ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხზე

• შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.


პროექტში მონაწილეობას 100-ზე მეტი დევნილი ქალი მიიღებს.

პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად Covid 19 ვაქცინაციასთან და პრევენციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოხდება დევნილთა დასახლებებში შეხვედრების ორგანიზება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ვირუსის გავრცელების ხელშემშლელ გარემოებებზე, თავადაცვის მექანიზმებზე, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.


აღნიშნულ საკითხზე 13 ოქტომბერს ხურვალეთის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლებთან ჩატარდა პირველი შეხვედრა, მათ დაურიგდათ სადეზინფექციო საშუალებები და საინფორმაციო ბროშურები ვირუსის პრევენციის გზების შესახებ. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ვირუსის გავრცელების პრევენციასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და სამედიცინო სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლებისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.


შეხვედრას ძირითადად 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

სულ შეხვედრას 25 ბენეფიციარი დაესწრო.


მსგავსი შეხვედრების ორგანიზება კვლავ გაგრძელდება ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების განმავლობაში.


სანდო და ამომწურავი ინფორმაციის არსებობა მთავარია იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინირებულთა რიცხვი გაიზარდოს, ხოლო ვირუსის საფრთხემ უკან დაიხიოს.



bottom of page