top of page

სიახლეები

Search

შეხვედრა ზუგდიდში

17 თებერვალს, ზუგდიდში გაიმართა შეხვედრა ექიმ - რეპროდუქტოლოგ ეკა კვირკველიასთან. შეხვედრის ძირითადი ნაწილი პირადი სივრცის უსაფრთხოებას და რეპროდუქციული უფლებების დაცვას შეეხო.

სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია გოგონებმა/ ქალებმა იცოდნენ პირადი სივრცის უსაფრთხოების დაცვის შესახებ, ასევე ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია რეპროდუქციული უფლებების და მათზე ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმირებულობა.

სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა შეხვედრა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აქტიური ქალები შვილებთან ერთად დაესწრნენ.

შეხვედრა BFW მიერ ფინანსურად მხარდაჭერილი პროექტის " ძლიერი ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისთვის" ფარგლებში ჩატარდა.




bottom of page