top of page

სიახლეები

ღია კარის დღე ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე

✅ღია კარის დღე ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე წარმოადგენს მნიშვნელოვან გლობალურ პლატფორმას ინკლუზიური დიალოგისთვის, რომელიც აერთიანებს ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ადგილობრივ/სოფლად მცხოვრებ აქტიურ მოქალაქეებს, ახალგაზრდა მშვიდობის აქტივისტ ქალებსა და გაეროს სისტემის წარმომადგენლებს, რათა განიხილონ მიღწეული პროგრესი და ხელი შეუწყონ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებას.


✅2025 წლის ღია კარის დღე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალური დღის წესრიგებისთვის გადამწყვეტ მომენტში იმართება. მიუხედავად იმისა, რომ მათი განხორციელების მიმართულებით პროგრესი იქნა მიღწეული, მსოფლიოში მზარდი მილიტარიზაციის, სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით უკუსვლა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.


✅შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, და მასში მონაწილეობა მიიღეს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ, ქალთა საქველმოქმედო -ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმი“ და ქალთა საინფორმაციო ცენტრმა. პროექტი ფინანსურად ბრიტანეთის მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი.


✅გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის 25 წლისთავის აღნიშვნის პარალელურად, ღონისძიების მიზანი იყო გლობალური პროგრესის მიმოხილვა ახლად გამოქვეყნებული ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინდექსის შედეგები. ღონისძიების პირველ სესიაზე იმ ქვეყნის ელჩებმა ისაუბრეს, რომლებმაც 2025-2026 წლების ინდექსის მიხედვით საუკეთესო შედეგი აჩვენეს ან/და წარმატებით ახორციელებენ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგს.


✅ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო წინა პროექტში განხორციელებული ინიციატივების შედეგებს ადგილობრივი თემებისთვის და სამომავლო პერსპექტივებს.



 
 
 

Comments


bottom of page