top of page

სიახლეები

Search

ქალთა ოთახის გახსნა ახალაბასთუმანში

  • იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ 1998 წლიდან მუშაობს და თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან, მათ შორის ზუგდიდთან.

  • ასოციაციამ განახორციელა არაერთი პროექტი და ახლაც განაგრძობს მუშაობას საზოგადოების ჩართულობის გაზრდაზე ეროვნული, „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“, სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში, საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებაზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების, ადამიანური უსაფრთხოების გაზრდასა და მათი უფლებების რეალიზების ხელშეწყობაზე.

  • 2023 წლის 11 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში „თანხმობა“ -მ გახსნა ქალთა ოთახი.

  • ადგილობრივი ქალების მონდომების და თხოვნის შედეგად ასოციაციამ შეძლო ოთახის გახსნა. ამ ინიციატივის განხორციელება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

  • ქალთა ოთახის ძირითადი ფუნქცია იქნება დევნილ და ადგილობრივ ქალთა და გოგონათა მობილიზება, სერვისებთან და არაფორმალურ განათლებასთან მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრონმლობის გაძლიერება თემის განვითარებისა და გაძლიერებისათვის.


  • ოთახის გარემონტება და აღჭურვა მოხდა გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის“ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.





bottom of page