„ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის“ შემაჯამებელი შეხვედრა
- 2 days ago
- 1 min read
🕊 2026 წლის 20 მარტს გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის“ შემაჯამებელი შეხვედრა. ღონისძიებაზე დევნილთა დასახლებებსა და გამყოფი ხაზისპირა სოფლებში მცხოვრებმა ქალებმა - სათემო მუშაკებმა, თვითდახმარების ჯგუფების წევრებმა და „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ წარმომადგენლებმა - საკუთარი მიღწევები და დაგროვილი გამოცდილება წარადგინეს.
🙌 გაეროს ქალთა ორგანიზაცია, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლიდან აქტიურად მუშაობს „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე დანერგვასა და კონფლიქტით დაზარალებული ქალების გაძლიერებაზე. ინიციატივა ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციებთან - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობასთან“, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან (WIC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ „სოხუმთან“ - მჭიდრო თანამშრომლობით.
🤝 შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის დასკვნით, 2025-2026 წლების, ფაზას: ამ პერიოდში, 15 სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩატარებული საჭიროებათა კვლევის საფუძველზე, სოციალური მობილიზაციის ფარგლებში 37 სათემო ინიციატივა შეირჩა და განხორციელდა. აღნიშნულმა პროექტებმა მოიცვა როგორც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა, ისე კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
🕊 პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ გაძლიერება - ორგანიზაციული ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება და საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა. დღეს ეს ქსელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი თემის ხმის გაჟღერების ინსტრუმენტს წარმოადგენს.
👏 ღონისძიების მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები და შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამები. მათი თქმით, ამ აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არა მხოლოდ მათი ცოდნისა და უნარების ამაღლებას, არამედ გაზარდა მათი ქმედითუნარიანობა, თვითრწმენა და დამოუკიდებლობის ხარისხი.
































Comments