top of page

სიახლეები

Search

ტრენინგი თემაზე: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან

პარტნიორობით, „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ონლაინ ტრენინგების სერია ისეთ თემებზე, როგორიც არის: ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიუჯეტის განხილვა, რეზოლუცია 1325 „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“, ლიდერობა, ადვოკატირება, და ა.შ. ტრენინგების მიზანია ქალების ახალი ქსელის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მათ გააქტიურებას და თანამშრომლობას ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორთან.


მიმდინარე წლის 13 ივლისს პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა„ რომელიც ქნ-მა ნანა გოგოხიამ ჩაატარა.




bottom of page