top of page

სიახლეები

Search

ტრენინგი "თანხმობა" - ს გორის ოფისში

27-28 სექტემბერს ასოციაცია „თანხმობა“-ს გორის ოფისში 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ ქალებთან ჩატარდა მორიგი ტრენინგი. ტრენინგის თემა ამჯერად ბიზნეს უნარების განვითარება იყო.

ტრენინგს მოწვეული ტრენერი, იამზე გოჩაშვილი, უძღვებოდა.

ტრენინგში მონაწილეობა 21- მა ქალბატონმა მიიღო. მათ მომდევნო ორი კვირის მანძილზე შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები და გამარჯვების შემთხვევაში მიიღონ დაფინანსება.


პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია The Trust Fund for Victims მიერ და მას GCRT ქალთა ასოციაცია " თანხმობა"- თან და ინდიგოსთან ერთად ახორციელებს შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში.





bottom of page