top of page

სიახლეები

Search

ტრენინგი ადვოკატირების და მედეგობის შესახებ გორში

2021 წლის 4-5 ივნისს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ ჩაატარა ტრენინგები ადვოკატირების და მედეგობის თემებზე კონფლიქტით დაზარალებული და დევნილთა ქალებისთვის “კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალების შესაძლებლობების გაზრდა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დროს” პროექტის ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

ტრენინგები 4-5 ივნისს ჩატარდა ასოციაცია „თანხმობის“ გორის ოფისში, რომელსაც ესწრებოდნენ ქალები გორის, საქაშეთის, ხურვალეთის, ბერბუკის დევნილთა ჩასახლებებიდან და ქერეს და მერეთის კონფლიქტისპირა სოფლებიდან. ტრენინგის მონაწილეებს ასევე დაურიგდათ ჰიგიენური საშუალებები.

ტრენინგების ამოცანა იყო სამიზნე თემებში ქალი ლიდერების ჯგუფების შექმნა, მათი მეშვეობით თემების ინფორმირებულობის გაზრდა, კოვიდის კრიზისთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირების მექანიზმის შექმნა; ასევე ადვოკატირებისა და მედეგობის ცნებების განმარტება, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი, კოვიდ-19-ით გამოწვეული პრობლემების მოგვარების გზების დადგენა. გარდა ამისა, ტრენინგების მონაწილეებს განუმარტეს, თუ როგორ უნდა გაზარდონ თემის მედეგობა პანდემიის პირობებში, რა როლს თამაშობს ქალი ამ პროცესებში და კონკრეტულ საკითხებზე ადვოკატირების პროცესის დაგეგმვა. ტრენინგებს ატარებდნენ ასოციაციის წარმომადგენლები მარინა ფოჩხუა და იულია ხარაშვილი.

იგივე ტრენინგები ჩატარდა ქ. წყალტუბოს დევნილი მოსახლეობისთვის ამავე წლის 12-13 ივნისს რომელშიც ჩართულნი იყვნენ მესხი მუსლიმი საზოგადოების წარმომადგენლებიც.


ტრენინგების ციკლი გრძელდება.




bottom of page