top of page

სიახლეები

Search

ტრენინგები თემებზე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიუჯეტის განხილვა, რეზოლუცია 1325 და სხვა

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრენინგების სერია ისეთ თემებზე, როგორიც არის: ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიუჯეტის განხილვა, რეზოლუცია 1325 „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“, ლიდერობა, ადვოკატირება, და ა.შ. ტრენინგების მიზანია ქალების ახალი ქსელის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მათ გააქტიურებას და თანამშრომლობას ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორთან.


მიმდინარე წლის 26 და 27 ივნისს პროექტის ფარგლებში ჩატარდა მეორე ტრენინგი თემაზე „ადგილობრივი ბიუჯეტის ანალიზი, მონაწილეობრივი ბიუჯეტი“ რომელიც ასოციაციის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა ჩაატარა.



bottom of page