top of page

სიახლეები

Search

სტუდენტთა ჯგუფი პადუის უნივერსიტეტის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ფაკულტეტიდან

2023 წლის 21 სექტემბერს საერთაშორისო მშვიდობის დღის ფარგლებში ასოციაცია „თანხმობა“-მ მიიღო საერთაშორისო სტუდენტთა ჯგუფი პადუის უნივერსიტეტის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ფაკულტეტიდან. სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ (იტალია, ესპანეთი, მექსიკა, ბრაზილია, ფილოიპინები, დიდი ბრიტანეთი და ა.შ). სტუდენტებს აინტერესებდათ, როგორ ხორციელდება საქართველოში „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ და „ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ -ს დღის წესრიგი. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ჩავიდა კონფლიქტის შედეგად გაყოფილ სოფელში, ერგნეთში. შეხვდნენ საოკუპაციო მუზეუმის დირექტორს, ქ-ნ ლია ჩლაჩიძეს, შემდეგ ჩატარდა შეხვედრა ერგნეთის სკოლის მოსწავლეებთან, რომლებიც ჩართულები არიან ასოციაციის პროექტში „ქალები და ახალგაზრდები მდგრადი მშვიდობისთვის“.


ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდებისთვის, რათა საერთაშორისო სოლიდარობა გაიზარდოს.

ახალგაზრდა უფლებადამცველები პადუის უნივერსიტეტიდან კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის რეალური სურათი დაინახეს.

შემდეგი შეხვედრა იგეგმება კაზრეთში, სადაც ასოციაციის პროექტში მონაწილე ახალგაზრდები ფორუმ თეატრის წარმოდგენას დადგამენ.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ მადლობას უხდის ოკუპაციის მუზეუმის დირექტორს, ქ-ნ ლია ჩლაჩიძეს და გორის „სტალინის მუზეუმის“ დირექტორს, ქ-ნ ლიო ოქროპირიძეს, ასევე მუზეუმის თანამშრომლებს ჩატარებული ,მნიშვნელოვანი ექსკურსიისთვის.




bottom of page