top of page

სიახლეები

Search

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება

26 და 27 იანვარს ასოციაცია „თანხმობა“ ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდა.


შეხვედრის მიზანი - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება იყო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ პროგრამაში ქალთა მონაწილეობაზე.

შეხვედრები ხუთ სოფელში შედგა. შეხვედრების ორგანიზებაში და მიმდინარეობაში მონაწილეობდნენ ხობის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.




bottom of page