top of page

სიახლეები

Search

სამოქალაქო ფორუმი წყალტუბოში

29 აგვისტოს წყალტუბოში ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ ორგანიზებული სამოქალაქო ფორუმი ჩატარდა, რომელსაც წყალტუბოს მუნიციპალური ორგანოების, ადგილზე მომუშავე სხვადასხვა საბიუჯეტო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის და დევნილთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ


ფორუმი ადგილობრივ დონეზე ქალათა ეკონომიკური გაძლიერების საკითხს მიეძღვნა და, შესაბამისად, განხილულ იქნა ის პროგრამები, რომლებიც წყალტუბოში დევნილი და ადგილობრივი ქალებისთვის ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდის მიზნით ხორციელდება.


ჯგუფური მუშაობის დროს კი მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ემსჯელათ გადაჭრის გზებზეც.


შეხვედრას მოდერატორობას ქალთა ასოციაცია „თანხმობა|-ს კოორდინატორი იმერეთის რეგიონში ქალბატონი ლეილა აშორდია უწევდა.

ფორუმი გერმანული ორგანიზაცია " პური მსოფლიოსთვის" მიერ დაფინანსებული პროექტის "ძლიერი ახალგაზრდები და ქალები მშვიდობისთვის" ფარგლებში განხორციელდა.





bottom of page