top of page

სიახლეები

სამოქალაქო ინიციატივების მომზადება და განვითარება

✅ 2025 წლის 13სექტემბერს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ დაასრულა ტრენინგების ციკლი თემაზე: „სამოქალაქო ინიციატივების მომზადება და განვითარება“.


✅ტრენინგები ჩატარდა პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის” ფარგლებში. ტრენინგს ესწრებოდნენ ე,წ, თვითდახმარების ჯგუფების წევრი ქალები. ტრენინგები ჩატარდა გორში (20.08), ქუთაისსა (29.08) და ზუგდიდში(13.09) - 20, 29 აგვისტოს და 13 სექტემბერს.


✅ტრენინგის მიზანი იყო - გააძლიეროს სამიზნე თემებში იძულებით გადაადგილებული და გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისა და გოგოების შესაძლებლობები, რათა ისინი თავად გახდნენ ცვლილებების აქტიური მონაწილეები საკუთარ თემებში ახალი სათემო ინიციატივების განხორციელების გზით.


ტრენინგზე იმუშავეს შემდეგთემებზე:

• თემის მცნება და აღქმა; საქართველოში დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების სპეციფიკა;

• რა არის სათემო ინიციატივა? (მიზნები, ამოცანები, როლი სათემო განვითარებაში). ინიციატივის დაგეგმვის პროცესი

• შესრულდა პრაქტიკული სავარჯიშო - ინიციატივების არჩევა და სააპლიკაციო ფორმის შევსება

• ინიციატივების დაფინანსების სხვადასხვა წყაროები, საბიუჯეტო გათვლები და ბიუჯეტის შემუშავება

ასევე ტრენინგზე განიხილეს სამომავლო გეგმები და შემდგომი ნაბიჯები.


✅არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 2025 წლის 1 მაისიდან 2026 წლის 31 მარტამდე ახორციელებს პროექტს: “ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის. პროქტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი პრიორიტეტია დევნილი და იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებაა.



 
 
 

Comments


bottom of page