საინფორმაციო შეხვედრები - პროექტის "ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის" ფარგლებში
- Admin
- Jul 8
- 1 min read
💥არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 2025 წლის 1 მაისიდან 2026 წლის 31 მარტამდე ახორციელებს პროექტს: "ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის". პროქტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი პრიორიტეტია დევნილი და იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებაა, რათა მათ თავად შეძლონ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების საჭიროებების გადაჭრა, ერთობლივი ძალისხმევით, სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში.
💥პროექტით განსაზღვრულ აქტივობებში მონაწილეობას იღებენ დევნილები და გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები 15 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან; იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ 5 მუნიციპალიტეტში იმუშავებს: გარდაბნის, ქარელის, გორის, კასპისა და ზუგდიდის.
💥2025 წლის ივნის-ივლისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და შერჩეულ იქნა ქალთა 5-კაციანი ჯგუფი და სათემო ლიდერი. მათ ინფორმაცია მიიღეს პროექტის შესახებ, რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეთ, რა ფუნქცია-მოვალეობები ექნება თითოეულ ჯგუფს. განემარტათ სოციალური მობილიზაციის არსი.
💥შეხვედრები ჩატარდა შემდეგი თანმიმდევრობით:
28 – 29 ივნისი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი (სოფ.ზედა ეწერი და სოფ. ახალაბასთუმანი)
30 ივნისი - გარდაბნის მუნიციპალიტეტი (დევნილთა ჩასახლება)
1 ივლისი - ქარელის( სოფ. კნოლევი) და კასპის მუნიციპალიტეტები (სოფ. ქვემოჭალა)
3 ივლისი - გორის მუნიციპალიტეტი ( ქ. გორი - დევნილთა კომპაქტური ცენტრი, ყოფილი სისხლის გადასხმის სადგურის შენობა და სოფ. ნიქოზი).
Comments