top of page

სიახლეები

Search

პროექტის „მხარდაჭერის სახლი“-ს გუნდის შეხვედრა

2021 წლის 15 თებერვალს პროექტის „მხარდაჭერის სახლი“-ს გუნდის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს: მოკლე ინფორმაცია ჩატარებული სამუშაოს შესახებ, ადვოკატობის ოპერატიული გეგმა, 2021 წლის პროექტის განხორციელების ძირითადი ეტაპები და მოსამზადებელი სამუშაოები.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციამ მუნიციპალიტეტებთან აქტიური მუშაობის და მოლაპარაკებების შედეგად ორ მუნიციპალიტეტში - დმანისსა და გორიში - ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ორივე მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვერდა დაგეგმილია მარტის პირველ ნახევარში.

GSRDG (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი) -იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციასთან და HWI (Hilfswerk International) ერთად მუშაობს პროექტის მიერ გათვალისწინებული სერვისების ღირებულების დათვლაზე და შესაძლო მოდელის განვითარებაზე. ასევე დაწყებულია მარკეტინგის გეგმის და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება.

პროექტის გუნდმა განიხილა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ მომზადებული (ექსპერტი ნათია ფარცხალაძე) კონცეფცია „აქტიური დაბერების საკითხებზე“ დაასევე გორსა და დმანისში მცხოვრები ხანდაზმულებისთვის მომზადებული გზამკვლევები.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ხანდაზმულებისთვის შინმოვლის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ოთხ მუნიციპალიტეტში (ორი საქართველოში და ორი ბოსნია-ჰერცოგოვინაში) და წვლილი შეიტანოს ისეთი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის ჩარჩოს შექმნაში, რომელიც გააუმჯობესებს ხანდაზმულთა მდგომარეობას საზოგადოებაში და უზრუნველყოფს მათი უფლებების რეალიზებას. პროექტის დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ და საქართველოში ხორციელდება Hilsfwerk International-ის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ.


პროგრამის ფარგლებში განვითარებული მომსახურების მოდელი, დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და კონკრეტულად, ავსტრიულ ცოდნას ინტეგრირებული შინმოვლის მომსახურებების მოდელის შესახებ, რომელსაც Hilfswerk-ი მუდმივად გაუზიარებს პროექტის პარტნიორებს. ამასთან, პროექტი მჭიდროდ არის დაკავშირებული „ავსტრიის განვითარების სააგენტოს“ მიერ დაფინანსებულ ბიზნეს პარტნიორობა „მხარდაჭერის სახლი - ხანდაზმულთათვის შინმოვლის მდგრადი მომსახურების მიწოდება ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ (2020-2022).




bottom of page