top of page

სიახლეები

ნატოს საერთაშორისო კონფერენცია

  • Writer: Admin
    Admin
  • Jun 28, 2024
  • 1 min read

28 ივნისს ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საქართველოში გამართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - "ქალთა მონაწილეობის გაძლიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში", რომელსაც ასოციაციის თავმჯდომარე, ქ-ნი იულია ხარაშვილი, ესწრებოდა.


კონფერენცია კარგი შესაძლებლობა იყო, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განსახილველად, ასევე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების გასაზიარებლად. ნატოს ლიდერები, ვაშინგტონის სამიტზე, მხარს დაუჭერენ ნატოს განახლებულ პოლიტიკას ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ, რაც ადასტურებს მოკავშირეების ერთგულებას ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგისადმი. როგორც ნატოს ერთ-ერთმა უახლოესმა პარტნიორმა, საქართველომ, ამ სფეროში უკვე გადადგა პროგრესული ნაბიჯები. 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას.



ree

 
 
 

Comments


bottom of page