top of page

სიახლეები

Search

მრგვალი მაგიდა

2023 წლის 10 ნოემბერს პროექტის: „ „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში“ ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდა შინმოვლის მიმდინარე საკითხებზე.


პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციებია - Hilfswerk International-ი და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.

„მხარდაჭერის სახლი“ ემსახურება შინმოვლის საჭიროების მქონე ხანდაზმულებს და უწევს მათ პროფესიონალურ და ავსტრიული სტანდარტების შესაბამის საექთნო სამედიცინო, საყოფაცხოვრებო და ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების ერთად ადვოკატირება.

შეხვედრა მიმდინარეობდა ჰიბრიდულ რეჟიმში, რის გამოც შესაძლებელი გახდა გარდა თბილისში ფუნქციონირებადი პროვაიდერებისა, ჩართულნი ყოფილიყვნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. ამ ეტაპზე, როდესაც იწყება შენმოვლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, ვლინდება გამოწვევები, და მათი სახელმწიფო სტრუქტურების წინაშე წარდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გაიმართა დისკუსიები თემებზე: შინმოვლის სტანდარტი; შინმოვლის პროგრამა და რეგისტრაციის წესი. ასევე განხილულ იქნა გამოწვევები შინმოვლის ორგანიზაციულ საკითხებთან მიმართებაში. გაზიარებული იყო მიმწოდებელთა გამოცდილება.





bottom of page