top of page

სიახლეები

Search

ლიდერი ქალების შერჩევა და მომზადება კასპში

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ქალთა ფონდი „სოხუმი“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 2021 წლის 30 იანვრიდან 2023 წლის 15 დეკემბრამდე ახორციელებს პროექტს: „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“. პროქტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდი.


ქალთა ასოციაცია მუშაობს მცხეთაში, დუშეთში, ქარელში, გორში, კასპში, გარდაბანსა და ზუგდიდში. და ნაწილობრივ ონშიც.

ამ ეტაპზე ჩატარდა პროექტით გათვალისწინებული ლიდერი ქალების შერჩევა, მათი მომზადება და ანკეტირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა. სოციოლოგის მიერ მომზადდა ორი კითხვარი - ერთი დევნილთა ჩასახლებებისთვის, მეორე კი - გამყოფი ზოლის სოფლებში მცხოვრებ ქალებისათვის.


5.04. 2022 კასპის მუნიციპალიტეტის შენობაში ჩატარდა შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზთან მდებარე 12 სოფლის ლიდერ ქალისთვის და 4 დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ქალებისთვის.




bottom of page