top of page

სიახლეები

Search

ლიდერთა აკადემია

ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ აგრძელებს პროექტის „ძლიერი ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისათვის“ ფარგლებში „ლიდერთა აკადემია“-ს. ამჯერად სამგრელოში, ზუგდიდისა და წალენჯიხის სოფლებიდან დაიწყო პირისპირ სწავლება ახალ ჯგუფთან. მსმენელები არიან დევნილები/კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობიდან ქალები, ახალგაზრდები და მამაკაცები, ასევე აღნიშნული მუნიციპალტეტების სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეები.


დღეს თვითმმართველობა ანგარიშვალდებულია ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, რაც თავისთავად ართულებს მოქალაქეთა თვითმმართველობაში ჩართულობის პროცესს. ამიტომ მოსახლეობის გაძლიერება /გააქტიურება კვლავ პრიორიტეტად რჩება. ამ პრიორიტეტის განხორციელებას ემსახურება ლიდერთა აკადემიის ჩატარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.


2024 წლის 26 იანვარს ჩატარდა ამ ციკლის პირველი ტრენინგი ზუგგდიდში, ქალთა ასოციაციაცია „თანხმობას“ სამეგრელოს ოფისში თემაზე: კომუნიკაციის შესაძლებლობები, ბენეფიციარებთან კომუნიკაციის სპეციფიკა, ხანდაზმულებთან ურთიერთობის თავისებურებები


დაიგეგმა სამომავლო ტრენინგები.


პროექტი „ძლიერი ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისათვის“ მხარდაჭერილია გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის (brot fuer die welt)“ მიერ.






bottom of page