top of page

სიახლეები

Search

ლიდერთა აკადემია

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში 2021 წლის აპრილში დაიწყო ონლაინ ტრენინგები - 3-თვიანი პროგრამის „ლიდერთა აკადემია“-ს განხორციელება. პროექტი მხარდაჭერილია გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის“ მიერ (Brot) .

ლიდერთა აკადემია ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თემების აქტივისტებისათვის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების, ახალგაზრდებისა და დევნილებისთვის, არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.


ამჯერად პროგრამის ფარგლებში საქართველოს ორ ლოკაციაში - მცხეთა -მთიანეთსა და გარდაბანში დაიწყო ტრენინგების ციკლი. პროგრამის მონაწილე ქალებსა და ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა შეიძინონ უნარ- ჩვევები როგორც სამოქალაქო სექტორში მუშაობისათვის, ასევე დემოკრატიიზაციისა და ევროინტეგრაციის იდეების წინწაწევისა და ლობირებისთვის.




bottom of page