top of page

სიახლეები

Search

კვლევა „კოვიდ-19-ის გავლენა სამეგრელოს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში“

COVID-19 პანდემიის მიერ გამოწვეულმა ვითარებამ გავლენა მოახდინა ყველა სექტორზე, მათ შორის, დიდი გამოწვევების წინაშე დადგა განათლების სფერო.

ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ინიციატივა მშვიდობიანი ცვლილებისთვის“ პარტნიორობით იძულებით გადაადგი- ლებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ" განახორციელა ხუთთვიანი პროექტი „თემები და სკოლები COVID-19-ის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებში განხორციელდა კვლევა სამი რეგიონის ათ თემში, ესენია: შიდა-ქართლი ( მერეთი, ქვემონიქოზი, ერგნეთი, ყელქცეული), მცხეთა-მთიანეთი (გრემისხევი, მჭადიჯვარი) და სამეგრელო (განმუხური, ინგირი, ანაკლია და კოკი).

მონაცემთა მისაღებად კვლევაში გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი და თვისებრივი კომპონენტები. კვლევის რაოდენობრივი კომპონენტი მოიცავდა მოსახლეობის გამოკითხვას, ხოლო თვისებრივი კომპონენტი - ფოკუს ჯგუფებს და სიღრმისეულ ინტერვიუებს. კვლევის ერთ-ერთი ამოცანა- სამიზნე თემებში არსებული საჭიროებების და დაუცველობის ანალიზი და შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებსა და მსგავს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებამდე მიტანა წარმოადგენს, რაც, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს თემების წინაშე მდგარი პრობლემების უფრო ეფექტიან გადაწყვეტას.


გთხოვთ, იხილეთ კვლევა მიმაგრებულ ფაილში:


კვლევის ანგარიში_GEO_კოვიდ-19-ის გავლენა
.
Download • 3.05MB

bottom of page