top of page

სიახლეები

ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: “რეზოლუცია 1325 და ნექსუსი“.

  • Aug 9
  • 1 min read

✅2026 წლის 9 აგვისტოს თბილისში ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: “რეზოლუცია 1325 და ნექსუსი“. ტრენინგის მონაწილეები იყვნენ ასოციაციის ლიდერი ქალები რეგიონებიდან, დევნილები და კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებნი. სულ 21 ქალი.


✅ტრენინგის მიზნები იყო: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების (WPS) დღის წესრიგის ძირითადი კომპონენტების გააზრება; გლობალური ჩარჩოებით მხარდაჭერის მექანიზმების გაცნობიერება, პრაქტიკული განხორციელების გზების გააზრება.


✅მონაწილეებს განემარტათ, რას ნიშნავს ნექსუსი: რომ, სამმაგი ნექსუსი გულისხმობს სამ ძირითად სფეროს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა თითოეულ მიმართულებაში განხორციელებული ძალისხმევა ერთმანეთს ავსებდეს, აძლიერებდეს და სტრატეგიულად იყოს შეთანხმებული; რომ, სამივე მიმართულება - ჰუმანიტარული დახმარება, განვითარება და მშვიდობის მშენებლობა - აერთიანებს უნიკალურ მიდგომებს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებისას ქმნის უფრო თანმიმდევრულ და ეფექტიან რეაგირებას.


✅მონაწილეებმა იმუშავეს 3 ჯგუფად, და დაწერეს 3 მიმართულებით ქალთა შესაძლო აქტივობები/ მოქმედებები.


✅ტრენინგს უძღვებოდნენ მარინა ფოჩხუა და იულია ხარაშვილი.




 
 
 

Comments


bottom of page