top of page

სიახლეები

Search

ერგნეთში ლიდერ ქალთა შეხვედრა გენდერული საბჭოს თავმჯდომარესთან

17 ივნისს, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ პროექტის ფარგლებში ერგნეთში გაიმართა ლიდერ ქალთა შეხვედრა გენდერული საბჭოს თავჯდომარესთან - ნინო წილოსანთან და გენდერული საბჭოს წევრთან - თეონა აქუბარდიასთან, სადაც მათ ადგილობრივმა ლიდერმა - ლია ჩლაჩიძემ, საკუთარ სახლში გაკეთებული აგვისტოს ომის მუზეუმი დაათვალიერებინა. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა და რა შედეგები გამოიწვია ომმა ოჯახებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ ადამიანებზე. სახელმწიფო მოხელეებმა აღფრთოვანებით აღნიშნეს ლიდერი ქალების შემართება, რომლებიც ყოველდღიურად პირისპირ ებრძვიან ოკუპაციას.



bottom of page