top of page

სიახლეები

Search

დმანისისა და კაზრეთის დღის ცენტრების ბენეფიციარები სტუმრობა გორის "მხარდაჭერის სახლში"

2023 წლის 9 მარტს ქალთა დღის აღნიშვნის მიზნით გორის „მხარდაჭერის სახლს“ ესტუმრნენ დმანისისა და კაზრეთის დღის ცენტრების ბენეფიციარები. ღონისძიება განხორციელდა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების: “მხარდაჭერის სახლი – მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში” და „Covid-19-ზე მდგრადი რეაგირება სომხეთსა და საქართველოში” ფარგლებში.

თითოეულმა ფილიალმა საკუთარი მცირე შემოქმედებითი პროგრამა წარადგინა. დმანისის მხარდაჭერის სახლის „თოჯინების თეატრმა თ“ და მუსიკალურმა გუნდმა სპექტაკლი ,, სამი გოჭი” და სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს და საღამო მნიშვნელოვანად გაახალისეს. გორისა და კაზრეთის დღის ცენტრებმა კი პოეზია და სხვადასხვა კომედიური სკეტჩები წარადგინეს მაყურებლის წინაშე.


ღონისძიებას ბენეფიციარებთან ერთად ესწრებოდნენ პროექტების კოორდინატორები, ფილიალის მენეჯერები, ჯანსაღი დაბერების სპეციალისტები, სოციალური მუშაკები, პრესის წარმომადგენლები და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი. შეხვედრა საზეიმოდ მორთულ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ გორის ოფისში გაიმართა, ხანდაზმულებმა ძალიან ხალისიანი გარემო შექმნეს. ცენტრებს შორის პოზიტიური შეჯიბრი-ვინ მეტ კრეატიულობას გამოავლენს -მოტივაცია გახდა სამომავლო გეგმების დასახვისათვის.


შეხვედრას საკმაოდ პოზიტიური უკუკავშირი მოჰყვა თავად ბენეფიციარებისა და მოწვეული სტუმრების მხრიდან.





bottom of page