top of page

სიახლეები

Search

გორის ხანდაზმულთა დღის ცენტრის მუშაობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით ქ.გორის ხანდაზმულთა დღის ცენტრის თანამშრომლები წესების დაცვის შესაბამისად ნოემბრის თვეშიც ახორციელებდნენ ურთიერთობას ცენტრის ბენეფიციარებთან უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვის გათვალისწინებით. ამ თვის მანზილზე პროექტის კოორდინატორმა და ექთანმა განახორციელეს 6 ვიზიტი ბინაზე ხანდაზმულებთან, რის შედეგადაც მოხდა მათთვის მედიკამენტების და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. (პროდუქტების მიტანა, მედიკამენტების დარიგება,ექიმის კონსულტაციის ორგანიზება, პენსიებისა და დევნილთა ფულადი შემწეობის მიტანა ბინაზე, პრესის მიტანა და ა.შ. ერთობლივი მუშაობით ხანდაზმულებში შენარჩუნებულია ამაღლებული გუნება-განწყობა. ხანდაზმულები გაგებით ეკიდებიან ურთიერთობის ასეთ ფორმატს და მოუთმენლად ელოდებიან ჯგუფურ შეხვედრებს ცენტრში,რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ იქნა განხორციელებადი. კონსლუტირება კვლავ ხორციელდებოდა ძირითად კონტიგენთან 52 ბენეფიციარის (49 ქალბატონი და 3 მამაკაცი) სახით და მოიცავდა მათ მხარდაჭერას. ინტერვიუირების დროს გათვალისწინებული იყო ხანდაზმულთა საჭიროებები და აღნიშნულ საჭიროებებზე დაყრდნობით გაცემული იყო შესაბამისი რეკომენდაციები დღის ცენტრის თანამშრომლების მიერ.

ნოემბრის თვის განმავლობაში ბენეფიციართა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა განხორციელდა დისტანციური ფორმით, ვინაიდან ფსიქოლოგმა გადაიტანა რესპირატორული ინფექციური დაავადება და რეკომენდაციების თანახმად გადავიდა თვითიზოლაციაში. მიუხედავად ამისა ხანდაზმულებთან კონტაქტი არ შემწყდარა და ფსიქოლოგი იმყოფებოდა მათთან მუდმივ კონტაქტზე.

მიმდინარე თვეში, ხანდაზმულებს დღის ცენტრის სოციალური მუშაკი სისტემატიურად უკავშირდებოდა ტელეფონით (ვერ განახორციელა ვიზიტები რადგან იცავდა კარანტინის პირობებს), იგი კითხულობდა ბენეფიციარების ზოგად მდგომარეობას, სათითაოდ ახსენებდა ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეპიდემიურ მდგომარეობას და სთხოვდა დაეცვათ მკაცრი კარანტინის პირობები და სთხოვდა გაეთვალისწინებინათ რეკომენდაციები - “ კორონავირუსული ინფექციის ძირითადი პროფილაქტიკური ღონისძიებების თაობაზე“. ასევე მათთვის გასაგებ ენაზე აწვდიდა დეტალურად და სთხოვდა დაეცვათ ”დაავადებათა კონტროლისა და საზოგადროებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები”. სოციალური მუშაკი დეტალურად იკვლევდა თითოეული ბენეფიციარის საჭიროებებს და აწვდიდა მათ შესაბამის სერვისებს.



bottom of page