top of page

სიახლეები

Search

ახალი პროექტი უკრაინიდან დევნილი ბავშვებისა და ქალებისთვის

2022 წლის დეკემბრიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციამ უკრაინიდან დევნილი ბავშვებისა და ქალებისთვის ახალი პროექტი დაიწყო.

პროექტი „ომით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების და ქალების ინოვაციური მხარდაჭერა“ ხორციელდება „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ "საქართველოს ეკონომიკური განათლების ფონდი"-ს პარტნიორობით, „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.


პროექტის ფარგლებში 21 თებერვლიდან 5 უკრაინელ ქალბატონს დაუფინანსდა მანიკურის და პედიკურის სასწავლო კურსი. კურსი 1 თვიანია. გარდა ამისა თითოეული ქალბატონი მიიღებს საჭირო ინვენტარს, რომელსაც სწავლისა და შემდგომი მუშაობისთვის გამოიყენებს






bottom of page