top of page

სიახლეები

Search

ასოციაცია „თანხმობა“-მ ჩაატარა სემინარი ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და ტრავმაზე მუშაობის შესახებ

2022 წლის 29 მარტს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ ჩაატარა სემინარი ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და ტრავმაზე მუშაობის შესახებ. სემინარი ჩატარდა ივანოვო-ფრანკოვსკში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციის „სტან“-ის მოხალისეებისთვის, რომლებიც უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობენ. სემინარს უძღვებოდა ექსპერტი, დოქტორი ბ-ნი ზურაბ ბებერაშვილი. სემინარი დაფინანსებული გერმანული ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის" მიერ დაფინანსებული პროექტის "ერთად ჩვენი უფლებებისთვის" ფარგლებში.

პროექტი „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებს დევნილების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას. ასევე, ადამიანის უფლებების სტრატეგიაში და სხვა სახელმწიფო დოკუმენტებში აღნიშნული ჯგუფის უფლებების დაცვისა და მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესის მონიტორინგს, ასევე ეროვნული სამოქმედო გეგმის „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ განხორციელების მხარდაჭერას.



bottom of page