top of page

სიახლეები

Search

ასოციაცია „თანხმობა“ აქტიურად ჩაირთო უკრაინიდან დევნილების დახმარების პროცესში

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ აქტიურად ჩაირთო უკრაინიდან დევნილების დახმარების პროცესში.


იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობა“-მ, როგორც ეუთოს პროექტის ფარგლებში არსებული გენდერული თანასწორობის რეგიონალური პლატფორმის კო-ფასილიტატორმა, მხარი დაუჭირა სამ უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციას: „გენდერული რადა“, ხმელნიცკი; ქალთა ასოციაცია „ბერეგინია“, მარიუპოლი; და „სტანცია ხარკოვი“, ხარკოვი.


შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების დღიდან უკრაინა 3,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა მეზობელ ქვეყნებში თავშესაფრის საძიებლად და 7 მილიონზე მეტი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ქალები, ბავშვები და მოხუცებია. იძულებით გადაადგილებულ პირებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ საკვები, წყალი, ჰიგიენური ნივთები, მათ შორის ჩვილებისთვის. ქალებს არ აქვთ ფეხმძიმობისა და მშობიარობისთვის უსაფრთხო პირობები.


ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ დაგეგმილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაში მყოფი უკრაინელებისთვის ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევა ახალგაზრდულ ორგანიზაცია „სტანთან“ ერთად, და დაბინავებული უკრაინელებისთვის უფასო სამედიცინო დახმარების გაწევა. გარდა ამისა, უკრაინელების დასახმარებლად, ასოციაციამ გახსნა ჰუმანიტარული ანგარიში.


ასოციაცია მადლობას უხდის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა და უკრაინის მოქალაქეებისთვის თანხა შეაგროვა, განსაკუთრებით კი - ქალბატონ მერი გელაშვილს და სოფელ კოშკას მოსახლეობას.


იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“.

  • საბანკო კოდი - BAGAGE 22

  • მიმღების დასახელება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“

  • ანგარიშსწორების ანგარიში - GE47BG0000000533595121

ამ ანგარიშიდან ამჟამად ასოციაცია ყიდულობს მედიკამენტებს და ჰიგიენურ საშუალებებს მარიუპოლიდან დევნილებისთვის ქ. დნიპროში, რათა დაეხმაროს პარტნიორ ორგანიზაცია „ბერეგინიას“, რომელიც ეხმარება იძულებით გადაადგილებულ პირებს მარიუპოლიდან.

bottom of page