top of page

სიახლეები

Search

ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი, კლაუდია არპა სტუმრობდა გორის ოფისს

2023 წლის 15 ნოემბერს, ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი, კლაუდია არპა, ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ესტუმრა “ჯანსაღი დაბერების ცენტრსა” და „მხარდაჭერის სახლს“ გორში.


დელეგაცია გაეცნოპროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების - Hilfswerk International-ისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის „თანხმობა“ საქმიანობას, შეხვდა და ესაუბრა ცენტრის თანამშრომლებსა და ბენეფიციარებს. შინმოვლის გუნდის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს ხანდაზმულების საჭიროებები და ის გამოწვევები, რასაც აწყდებიან მუშაობის პროცესში.


დელეგაციის წევრებმა ასევე დაათვალიერეს ხანდაზმულების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები, რომლებსაც ისინი დღის ცენტრის ბაზაზე ამზადებენ.

„მხარდაჭერის სახლი“ და „ჯანსაღი დაბერების ცენტრი“ ფუნქციონირებს პროექტის „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში“ ფარგლებში დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებში. პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.


„მხარდაჭერის სახლი“ ემსახურება შინმოვლის საჭიროების მქონე ხანდაზმულებს და უწევს მათ პროფესიონალურ და ავსტრიული სტანდარტების შესაბამის საექთნო სამედიცინო, საყოფაცხოვრებო და ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. ამჟამად, ორივე რეგიონში 51 ხანდაზმული სარგებლობს შინმოვლის მულტიდისციპლინური გუნდების მომსახურებით.


„ჯანსაღი დაბერების ცენტრები“ ფუნქციონირებს დმანისში, გორსა და კაზრეთში და მათი მიზანია უფროსი თაობის ადამიანების ცხოვრება გახდეს აქტიური, ჯანსაღი და დამოუკიდებელი. ყოველდღიურად თითოეულ ცენტრს სტუმრობს 30-მდე ხანდაზმული და ერთვება შემეცნებით, სახელოვნებო და სპორტულ ღონსძიებებში.




bottom of page